LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლუბ „ხიდის“ წარმომადგენელი – გავასაჩივრებთ როგორც ჯარიმას, ისე დალუქვის საკითხს

178
83b894ee9a067ed92f1423e35d3014e8-XL

კლუბ „ხიდის“ ხელმძღვანელობა ხვალ შრომის ინსპექციის მიერ დაკისრებულ ჯარიმას და კლუბის დალუქვის საკითხს გაასაჩივრებს.

როგორც კლუბის წარმომადგენელმა, სოფო ებრალიძემ განაცხადა, კლუბში 1-ელი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტის სისტემა მოქმედებდა.

“მას შემდეგ, რაც 21 თვის განმავლობაში დახურული ვიყავით, შრომის ინსპექციის სამსახურმა დაგვაჯარიმა 10 ათასი ლარით და დაგვლუქა. დღეს აღასრულეს დალუქვის პროცედურა ისე, რომ ჩვენი მხრიდან ამ პროცესს არავინ ესწრებოდა. ხვალიდან, ორშაბათიდან ვიწყებთ უკვე დავას ამასთან დაკავშირებით, გავასაჩივრებთ როგორც ჯარიმას, ისე დალუქვის საკითხს. ვიცოდით, რომ კლუბები ნოემბრის განმავლობაში უნდა გახსნილიყო. ეს თარიღი ბევრჯერ შეიცვალა და უსასრულოდ გაგრძელდა. ჩვენ სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება. დავეფუძნეთ 1-ელი დეკემბრის შემდეგ შემოღებულ „მწვანე პასპორტების“ სისტემას“,-განაცხადა ებრალიძემ.

შრომის ინსპექციამ კლუბი „ხიდი“ 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა. შრომის ინსპექციის განცხადებით, მათი ზედამხედველობისას კლუბში აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა.

რა გახდა კლუბ „ხიდის“ დალუქვის მიზეზი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები