„მიხეილ სააკაშვილის მიზანია დაიკლოს წონაში. ამიტომ შეაქვთ მისი ოჯახის წევრებს დაბალი კალორაჟის საკვები. ეს არის კატასტროფა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და თქვა, რომ ექსპრეზიდენტი თვითდაზიანებას ეწევა:
„მოვუწოდებ სააკაშვილის ოჯახს, შეიტანონ სათანადო საკვები და არ წაახალისონ ის თვითდაზიანება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ახორციელებს.
თვითდაზიანება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.