LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ვიღაც არახამიამ საკუთარ თავს და პრობლემებს უნდა მიხედოს, როცა საუბრობს, რომ ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს, ეს საქველმოქმედო პროექტების შეჩერებას ნიშნავს

145
290282956_1203811820407264_7105305157701282357_n

“ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით, უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერის, დავით არახამიას განცხადებას ირაკლი კობახიძე ეხმიანება.

უახლოესი სანქციები საქართველოს მოქალაქეებს მიმართაც განიხილება… საქმე ეხება ივანიშვილს და მის გარემოცვას: არახამია

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, როდესაც არახამია საუბრობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას ნიშნავს:

“საზოგადოებას მინდა შევახსენო, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან გასვლის მომენტში განაცხადა, რომ ის იტოვებდა საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონი დოლარის აქტივებს.

დანარჩენი თანხა – და ეს ვრცელდება, მათ შორის, “კრედიტ სუისში” განთავსებულ თანხებზე – მთლიანად მიემართებოდა საქველმოქმედო ფონდში საქველმოქმედო მიზნებისათვის.

ასეთ დროს, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაც არახამია, რომელმაც საკუთარ თავს და პრობლემებს უნდა მიხედოს, რომელიც საკუთარ ხალხს შეუქმნა, საუბრობს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს, მათ შორის, უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას.

ბიძინა ივანიშვილს ისედაც დახარჯული აქვს 3 მილიონი დოლარი საქართველოში და რას ხმარდებოდა, ყველამ ძალიან კარგად იცის.

მომავალშიც უამრავი პროექტია დაგეგმილი, მათ შორის არის ტაძრების მოვლა-პატრონობა, თეატრების აღდგენა, მშენებლობა, განაშენიანება და ა.შ.

ეს პროექტები დგება ვიღაც არახამიას გამო, რომელმაც თავის ქვეყანას შეუქმნა პრობლემები (თავისია თუ არა, ისიც არ იცის) და უნდა, იგივე პრობლემები საქართველოსაც შეუქმნას.

საქველმოქმედო პროექტები შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ამ ადამიანებს უნდა ეს და ამაზე უარესი და თუ რა არის უარესი, ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროკავშირთან ვაჭრობას – კობახიძე „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე

“ქართული ოცნება” მზადაა 2%-მდე დაწიოს ბარიერი, თუ საქართველო EU-ს კანდიდატის სტატუსს მიიღებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები