LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ზელენსკის განცხადებამ დაადასტურა ყველაფერი, რასაც აქამდე ვამბობდით

170
Untitled design (61)

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედთან“ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, ამიტომაც გრძნობენ პასუხისმგებლობას.

„ვამბობდით, რომ ვინც ჩამოიყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სწორედ ის ადამიანები აქტიურობენ მის გასათავისუფლებლად, მათ აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა სააკაშვილის წინაშე.

ზელენსკის ამ განცხადებამ მხოლოდ დაადასტურა ეს ყველაფერი, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში, რაც საბედნიეროდ ჩავარდა და მასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ“,- აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ გუშინ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა. მან მიმართა საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:

გიული ალასანია: ძალიან გამახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ, საკმაოდ კარგად არის ინფორმირებული მიშიკოს ჯანმრთელობის შესახებ

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომელიმე ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანება – თუ ზელენსკის განცხადება თხოვნაა, მას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი“: სამხარაძე

დღეს, როდესაც კიევი იბომბება რუსული რაკეტებით, ზელენსკი მოუწოდებს „ოცნების“ ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცენ: ნიკა მელია

ნიკა მელია: ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა მიიღოს, ხელისუფლება ზელენსკის თხოვნას შეასრულებს, თუ კრემლის დირექტივას

მდინარაძე: სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია, დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა, მისი შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადება

სარჯველაძე: ზელენსკის გარემოცვაში ბევრი ადამიანია, რომელსაც სააკაშვილთან კონკრეტული ინტერესი აქვს – უკრაინის პრეზიდენტი საქმეებში კარგად ჩახედული ვერ არის

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები