LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლიზეუმი და ვატიკანის მუზეუმები ვიზიტორებისთვის გაიხსნა (ფოტოები)

269
5137

რომის კოლიზეუმი და ვატიკანის მუზეუმები ვიზიტორებისთვის გაიხსნა.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, კოლიზეუმში გარკვეული რეგულაციები მოქმედებს, რომელთა ფარგლებშიც: ძეგლის შიდა ტერიტორიაზე ერთდროულად 200-300 ადამიანზე მეტის ყოფნა აკრძალულია. ამასთან, გამკაცრებულია სოციალური დისტანციის ზომები და სავალდებულოა პირბადეების ტარება. დამთვალიერებლებს ტერიტორიზე შესვლამდე ტემპერატურასაც უზომავენ.

ცნობისთვის, თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, კოლიზეუმი გუშინ გაიხსნა და მას ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივები სტუმრობენ, რადგან იტალიელებს ამჟამად, სხვა რეგიონებში მოგზაურობა ეკრძალებათ.

აღსანიშნავია, რომ რომის კოლიზეუმს 2019 წელს 7.5 მილიონი ადამიანი ესტუმრა. გარდა ამისა, კოლიზეუმი გასულ წელს ყველაზე მონახულებად ღირსშესანიშნაობად დასახელდა. TripAdvisor-მა  2019 წელი შეაჯამა და ტურისტებში პოპულარული ღირსშესანიშნაობების რეიტინგი შეადგინა, რომლის ლიდერიც სწორედ კოლიზეუმი გახდა. იტალიაში ჩასულ ვიზიტორთა უმეტესობა, ამ სანახაობის გარეშე ქვეყანას არ ტოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები