საქართველოში ახალი კოვიდინფექციის კიდევ 3 216 შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე stopcov.ge.
ახალი მონაცემებით, ბოლო 24 საათში, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 937 ადამიანი.
გარდაცვლილთა რაოდენობა კი 37-ით გაიზარდა.
ამ დროისთვის, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ჯამი 135 584-ია.
3216 ახალი შემთხვევიდან 1622 თბილისში დაფიქსირდა: კორონასტატისტიკა რეგიონების მიხედვით
გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 113 986.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში ვირუსისგან სულ 1 267 ადამიანი გარდაიცვალა.
