გასული დღე-ღამის განმავლობაში, ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ დადასტურებულია გარდაცვალების 2 646 შემთხვევა.
ახალი მონაცემებით, რომელიც ცოტა ხნის წინ აისახა ვებგვერდზე Stopcov.ge, დაინფიცირდა 2 316 და გამოჯანმრთელდა 382 ადამიანი.
ქვეყანაში სულ გამოვლენილია ვირუსის 232 079 შემთხვევა.