LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის სწრაფი ტესტების შემოტანა საქართველოში დღეიდან დაიწყება

110
კორონავირუსის ტესტი

საქართველო დღეს, ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით შერჩეულ კორონავირუსის სწრაფ ტესტებს მიიღებს. აღნიშნული ტესტებით მოსახლეობის კვლევა ხვალიდან, 25 მარტიდან დაიწყება.

ტესტების შემოტანასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა 23 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეს ძალიან დაეხმარება ექიმებს და ეპიდემიოლოგებს, რათა კორონავირუსის არსებობა დროულად დადგინდეს.

ტესტების შემოტანა ოთხ ეტაპად აპრილის პირველ ნახევრამდე იგეგმება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ტესტების რაოდენობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საკმაოდ დიდი ჯგუფები გაიტესტოს.

მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g