ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 43 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში სულ დადასტურებულია გარდაცვალების 2 276 შემთხვევა.
ახალი მონაცემებით, რომელიც ცოტა ხნის წინ აისახა ვებგვერდზე Stopcov.ge, დაინფიცირდა 1 972 და გამოჯანმრთელდა 2 737 ადამიანი.
ქვეყანაში სულ გამოვლენილია ვირუსის 216 843 შემთხვევა.