LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდრეგულაციების შემოღების საფუძველი არ არსებობს.. იანვარში ვამბობდი, რომ კოვიდი გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად – ჯანდაცვის მინისტრი

137
ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით მშვიდი ვითარებაა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„თუ ერთი კვირის წინ 100 დადასტურებული შემთხვევა იყო, დღეს 500-ია და “სულ ეს არის“, – აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

მინისტრის განმარტებით, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება და ეპიდვითარება სრულად მართვადია.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დღეს რაიმე შეზღუდვის დაწესების საფუძველი არ არსებობს.

„რაც შეეხება ეპიდვითარებას, საკმაოდ მშვიდი სიტუაცია გვაქვს, არის ინფიცირების შემთხვევები, თუმცა სრულად მართვადია, მინიმალურ ზღვარზეა. რამდენიმე ქვეყანაში არის შედარებით მეტი, თუმცა ჩვენს შემთხვევაში მკვეთრი ზრდა არ არის. თუ შევადარებთ აბსოლუტურ ციფრებში, მაგალითად, ერთი კვირის წინ საშუალო დღიური შემთხვევები თუ გვქონდა 100, დღეს გვაქვს 500. ეს არის სულ, სამი მილიონ 700 000-იან ქვეყანაში.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, მინდა, დავამშვიდო მოსახლეობა, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. მათთვის, ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, მზად ვართ, ვუმკურნალოთ ჰოსპიტალში. ვისაც ესაჭიროება კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც არის კოვიდის სამკურნალო, რამდენიმე თვის წინ, ეს მედიკამენტიც, „ფაიზერის“ წარმოების „პაქსლოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს.

ვიყავით სულ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომელმაც პირველად მიიღო ეს მედიკამენტი. კლინიკური ნიშნებიდან, სიმძიმიდან და რისკიანობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ეს მედიკამენტიც შევთავაზოთ. ასევე, მსურველებს შეუძლიათ აცრების გაგრძელება და ვთავაზობთ  სხვადასხვა ტიპის ვაქცინას.

„ომიკრონის“ ახალი ქვე-შტამი ჯანმრთელ ადამიანს 1-წუთიანი კონტაქტითაც შეიძლება გადაედოს – კოვიდ შემთხვევების ზრდის 3 ფაქტორი და ახალი ვარიანტის მიმდინარეობა ზრდასრულებსა და ბავშვებში

მინდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, იმ შემთხვევებში, თუ არის უბრალოდ ტემპერატურის მატება და არაფერი სხვა, არ არის სიმძიმის გამომხატველი სხვა სიმპტომები, როგორც მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში ვამბობდი, და მაშინ თითქოს ბევრს გაუკვირდა, რომ ეს გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად, რომელიც პერიოდულად შეგვახსენებდა თავს, ზუსტად იგივე მიმდინარეობა აქვს და ზუსტად იმავეს ადასტურებენ დღეს ინფექციონისტები, რომ არაფერია საშიში, საპანიკო, შეგვიძლია, ინფიცირების შემთხვევაში მშვიდად გადავიტანოთ, ვიმკურნალოთ. რამე შეზღუდვის, ჩაკეტვის, თუ სხვადასხვა აკრძალვის შემოტანის საფუძველი დღეს არ არის და დარწმუნებული ვარ, რომ არც იქნება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რატომ გაიზარდა 5-ჯერ კოვიდის შემთხვევები საქართველოში, რა არის ცნობილი ომიკრონის ახალ შტამებზე და როგორი მიმდინარეობა ახასიათებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები