LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლარსის საბაჟო პუნქტი შეფერხებით მუშაობს – მიზეზი რუსული მხარეა

108

რუსეთი ყაზბეგის მიმართულებით სატვირთო მანქანების მიმოსვლას შეზღუდული რეჟიმით ახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მე-6 დღეა შეფერხებით მუშაობს. ნაცვლად 400-500 სატვირთო ავტომობილისა, გამშვები პუნქტი 24 საათის განმავლობაში 240-მდე მანქანას ატარებს.

შეზღუდვის მიზეზი რუსეთის ფედერაციის საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დაწესებული ლიმიტია. რუსი მებაჟეების განცხადებით, ტურისტულ სეზონზე მათთვის პრიორიტეტი, ტურისტებისა და მათი მსუბუქი ავტომანქანების მომსახურებაა.ქართული მხარის შეთავაზების მიუხედავად, დღე-ღამის განმავლობაში, სატვირთო მანქანების გადაადგილების მიმართულების შეცვლის სქემის გამოყენების თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს პარალელურად მსუბუქი ავტომანქანების შეუფერხებლად გადაადგილებას, ასევე გამტარი ზოლების სრულად გამოყენებას, რაც ასევე რუსული მხარის მიერ შეზღუდულია, რუსული მხარე კვლავაც მხოლოდ ერთი გამტარი ზოლის (გეითის) გამოყენებით ახორციელებს სატვირთო მანქანების გატარებას”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, საქართველოს მხარეს რუსეთის მიმართულებით გადაადგილების მიზნით, 600-ზე მეტი სატვირთო მანქანაა მობილიზებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები