LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგას სუპერბოულის პროდიუსერებთან უთანხმოება მოუვიდა

110

ლედი გაგას გამოსვლა სუპერბოულზე, შოუს ისტორიაში საუკეთესოდ უკვე დასახელდა. თუმცა ცნობილი ხდება, რომ მომღერალს ცერემონიის პროდიუსერებთან უთანხმოება მოუვიდა. საუბარია სიმღერის „Born This Way“ ტექსტზე, სადაც გაგას ლგბტ-თემის მხარდაჭერის შესახებ არსებული სიტყვების შეცვლა მოსთხოვეს.

ამასთან, ცერემონიამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოუს ორგანიზატორებმა მას პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავებაც მოსთხოვეს, თუმცა ტრამპის „კბენა“ მან მაინც მოახერხა სიმღერის „This Land Is Your Land“ შესრულების დროს, რომლის ბოლოს სიტყვები „მათ ააშენეს დიდი კედელი. მათ ჩემი შეჩერება სურდათ“ ლედი გაგამ დღევანდელ მდგომარეობას მიუძღვნა. საქმე ტრამპის ბრძანებას ეხება, რომლის მიხედვითაც მექსიკასა და ამერიკას შორის მან კედლის მშენებლობა დაიწყო.

სიმღერის ორიგინალი კი, თავის დროზე, ბერლინის კედელს ეძღვნებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები