LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლენუკა ყიფშიძე მამაზე: „ნამეტანი თავმდაბალი კაცია, ჩვენზე ზრუნვა ახარებს, ამ ადამიანს რომ ჰქონდეს დიდი ფინანსური შესაძლებლობა, წარმომიდგენია რეებს გააკეთებს“

1262
363789458_328727562929057_8493657650342356301_n

10 აგვისტოს ზურა ყიფშიძე 70 წლის გახდა.

მამის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ზურას შვილმა, ლენუკა ყიფშიძემ „თბილისელებთან“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა მსახიობს, საკუთარი დაბადების დღე დიდად არ უყვარს, რადგან მისი მორიდებული ხასიათიდან გამომდინარე, ყურადღების ცენტრში ყოფნას ერიდება.

„როცა ვფიქრობ, რომ ზურა 70 წლისაა, ცოტა ვერ ვიჯერებ. იმდენად არ შეესაბამება მისი ასაკი და ვიზუალი ერთმანეთს, რომ არ მაქვს ეს განცდა.

ვერ ვიტყვი, რომ განიცდის, მაგრამ ხანდახან მაინც ფიქრობს ასაკზე.

იტყვის ხოლმე, სხეული ბერდება, თორემ გული სულ ახალგაზრდა არისო. ვატყობ, ბოლო წლებში უფრო ბავშვური გახდა.

ძალიან უყვარს ჩვენი შეკრება. უბრალოდ, თავისი დაბადების დღე ნაკლებად უყვარს. რამდენჯერმე ნათქვამი აქვს, არ მიყვარს ჩემი დაბადების დღეო. ზუსტი მიზეზი არ ვიცი. თარიღები არ უყვარს, როცა ყურადღების ცენტრშია. სულ ამბობს, ქორწილშიც კი 10 კაცი ვიყავითო.

მგონია, რომ ეს მისი მორიდებული ხასიათის გამოა. ნამეტანი თავმდაბალი კაცია. სამაგიეროდ ძალიან უყვარს, როდესაც ჩვენი ოჯახის წევრების დაბადების დღეა. ჩვენზე ზრუნვა ახარებს. ამ ადამიანს რომ ჰქონდეს დიდი ფინანსური შესაძლებლობა, წარმომიდგენია რეებს გააკეთებს. ხელფასს რომ აიღებს ხოლმე სახლში დატვირთული მოდის, თან, გზაში ვინც შეხვდება დაეხმარება. სულ ვეჩხუბებით, რომ ამდენი პროდუქტი არ მოიტანოს, ფუჭდება, მაგრამ თვითონ სიამოვნებს ჩვენზე ზრუნვა. ამ თვისებით ერთმანეთს ვგავართ,“ – აღნიშნა ლენუკა ყიფშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g