LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან იოსელიანი გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე: სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს, აუცილებელია მართლმსაჯულების აღსრულება

132
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (8)

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. განცხადებაში ნათქვამია, სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს.

„სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება.

სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გამოძიება კი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

დიდ დიღომში გარდაცვლილი მოზარდის ახლობლები და მეზობლები გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ.

„ვერ ვუშველეთ, აღარ აქვს ცხოვრებას აზრი“ – დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის ბაბუა მომხდარის ვერსიებზე საუბრობს

„სახეზე მიწა ჰქონდა.. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას? ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები?“ – რას ჰყვება დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის ბებია

მომხდარს ეხმაურება საზოგადოების არაერთი ჯგუფი სოციალური ქსელის მეშვეობით.

„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით.. სასოწარკვეთილი ვარ, ვაღიარებ, ძალიან შეშინებულიც..“ – ირაკლი ღლონტი

„25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ, მაგრამ გული ვერ აუმუშავეს.. გთხოვთ, მიაქციეთ შვილებს იმაზე მეტად ყურადღება ვიდრე აქამდე, ქვეყანაში ავადმყოფები დადიან“ – ნუკა კვალიაშვილი

იზა ომაძე: „ამასობაში კი კიდევ ერთი ანგელოზი აფრინდა.. ღმერთო გააძლიერე მშობლები..“

ვახო სანაია: „მერამდენე ასეთი დილაა – ხან ვაკის პარკში; ხან ბატუტზე; ხან საქანელაზე.. მრავალჯერ დაწერილს ისევ დავწერთ, მრავალჯერ წაკითხულს ისევ წავიკითხავთ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები