LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან რატიანი მოსახლეობას 6 თვეში შექმნილი ვაქცინის გამოყენებას ვერ ურჩევს

230
ratiani-1-750x405

ლევან რატიანი მოსახლეობას 6 თვეში შექმნილი ვაქცინის გამოყენებას ვერ ურჩევს. ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში ისაუბრა.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, რომ როდესაც ვაქცინა ასეთი დაჩქარებული წესით იქმნება, ის ბოლომდე ეფექტური ვერ იქნება.

„ვემხრობი იმ ადამიანების ჯგუფს, როგორც რიგითი ექიმი, რომ 6 თვე არ არის ის დრო, როდესაც შეიქმნება პროფილაქტიკური სამკურნალო საშუალება, რასაც ე.წ. ვაქცინას ვეძახით, რომ ვურჩიო ადამიანს გამოყენება, იმიტომ რომ მინიმუმ 4-5 წელია საჭირო, რომ ასეთი სამკურნალო საშუალება შექმნან წამყვანმა ბიოტექნიკურმა ცენტრებმა“, – განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი ამ დრომდე, 728 ადამიანს დაუდასტურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები