21 მაისს საქართველოს თითქმის ყველა სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა და მეთორმეტე კლასელებმა სკოლა დაამთავრეს. მათ თეთრ პერანგებზე ტრადიციულად, სხვადასხვა სახის ნახატები, პორტრეტები იყო დატანილი. ერთ-ერთმა მოსწავლემ პერანგზე საქართველოს პრემიერის მამუკა ბახტაძის პორტრეტი დაიხატა წარწერით – მადლობა გამოცდების გაუქმებისთვის.

მე-12 კლასელებისთვის წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები აღარ ჩატარდა. მე-12 კლასელებისთვის საატესტატო გამოცდების წელსვე გაუქმების შესახებ 1-ელ თებერვალს ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, 2019 წელს გამოსაშვები გამოცდები მხოლოდ მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდა, ხოლო მე-12 კლასელებისთვის წელს გამოცდების შენარჩუნება იგეგმებოდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელთათვისაც უნდა გაუქმებულიყო.

 

ზოგს არც განათლების მინისტრი დაავიწყდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო – ტორტზე დატანილი მიხეილ ბატიაშვილის პორტრეტით. რაც საკმაოდ სამართლიანია, რადგან გამოცდების გაუქმების გადაწყვეტილების მიღებისას, სწორედ ის იყო განათლების მინისტრი და სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებაში მისი ხელიც ურევია.

 

ასევე ნახეთ ბოლო ზართან დაკავშირებით “ფორტუნას” სიუჟეტი: 12 წელიწადი ერთ სიტყვაში – ბოლო ზარი სკოლაში (ვიდეო)

 

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები