მსახიობმა მაკა ძაგანიამ, რომელმაც პოპულარობა „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული როლით მოიპოავა, ჟურნალ „გზასთან“ გაამხილა, რომ საცხოვრებლად აგარაკზე გადავიდა ხელი მიწათმოქმედებას მიჰყო.
მაკა ძაგანია:
შარშან მარტიდან არსად მიმუშავია, საერთოდ უშემოსავლოდ დავრჩი. როგორც კი ყველაფერი დაიხურა, საცხოვრებლად აგარაკზე გადავედი და მიწათმოქმედებას მივყავი ხელი. ამან გამიხალისა ცხოვრება და გადამატანინა ეს პერიოდი. გაზაფხულზე დავთესე და მქონდ ჩემი პომიდორი, ბულგარული, მწვანილი, ბადრიჯანი… არ შევწამლე და ბიოპროდუქტი მივიღე. ყველაფერს ჩემი ხელით ვუვლიდი. სხვათა შორის, იმდენი პომიდორი მომივიდა, ჩემი საწებელიც გავაკეთე. ყვავილები გავახარე… ჩემი დილა ასე იწყებოდა, შემოვივლიდი ბაღსა და ბოსტანს, დავხედავდი, როგორ მიდის საქმე – რა ყვავის, რომელი მცენარე გაიზარდა, რომელი – არა, ჩითილებიც გამოვიყვანე… ასე რომ, დაკავებული ვიყავი და ამან მიშველა.