მამა შალვა კეკელიას ახალი ქადაგება სოციალურ ქსელში გავრცელდა და ის 1600-ზე მეტმა ადამიანმა გააზიარა ერთ დღეში.
მამა შალვა ახალ ქადაგებაში ეკლესიაში სიარულის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და დასძენს, რომ წმინდა მამათა არაერთი წერილი აქვს წაკითხული და არსად შეხვედრია, რომ ეკლესია მრევლს შინ დარჩენისკენ მოუწოდებდეს, თავად კი მათ ნაცვლად ლოცვას ჰპირდებოდეს.
მამა შალვამ კორონავირუსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღმერთის იმედი აქვს:
“რაც კი დაავადება ყოფილა, ყველაფერი მქონია. გავციებულვარ კიდეც და ღორის გრიპიც გადამიტანია. შეიძლება, ეს დაავადებაც დამემართოს. იმას კი არ ვამბობ, რომ წმინდანი ვარ და ეს დაავადება არასდროს დამემართება. ეს არც არასდროს მითქვამს. მე მინდა, ღმერთს ვემსახურო და მაცალე, რა…”