LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე: როგორც ეკლესიის რიგით შვილს, მსურს, ვუსურვო უწმინდეს მხნეობა

153
sioni-1024x669

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და პატრიარქს მხარდაჭერა გამოუცხადა.

“ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლის ისტორია თავისუფლებისთვის.

ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ქართულ ეკლესიას და მის საჭეთმპყრობელებს უამრავი დაბრკოლებისა და განსაცდელის გადატანა მოუწიათ.
მტერი ყოველთვის გრძნობდა, რომ ქართველი ერის გულისცემა სწორედ ჩვენს დედა ეკლესიაში იგრძნობოდა და ამიტომაც, ხშირად ის ხდებოდა შეტევის მთავარი სამიზნე.

მე, როგორც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ რიგით შვილს, მსურს, ვუსურვო უწმინდესსა და უნეტარესს მხნეობა და ჯანმრთელობა”- წერს მამუკა ბახტაძე

დღევანდელი სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

სხდომის დატოვების შემდეგ კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია “პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი”.

მეუფე პეტრე ამბობს, რომ სიტყვა “პიდარასტიაში”, რომლითაც პატრიარქი დაახასიათა, “ჭაბუკის გამხრწნელი” იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია.

მისი თქმით, ეკლესიამ, პატრიარქის ხელმძღვანელობით საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც მღვდელმთავრობიდან გადააყენა.მეუფე პეტრეს თქმით, ის მსახურებას გააგრძელებს.

ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი შეცვლის

საპატრიარქომ უკვე გაავრცელა 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის ოქმი, სადაც ოფიციალურად შედარებით ვრცლადაა აღწერილი დღეს განვითარებული მოვლენების სინოდისეული ვერსია.

გამწესება მონასტერში პეტრეს და გაფრთხილება იაკობს – რა წერია სინოდის სხდომის ოქმში

სხდომას 42 მღვდელმთავარი ესწრებოდა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თავმჯდომარეობდა.წმინდა სინოდის სხდომა გახსნა და მღვდელმთავრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა - მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ

პატრიარქის თქმით, ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს როგორც ეკლესიაში, ასევე ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრებისათვის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები