LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამუკაზე სულ ეს ბავშვობის მოგონება მაქვს… რამდენად უშუალო და გულკეთილი ადამიანი იყო.. ყველა ოდესდაც წავალთ, მაგრამ შენ ძალიან ადრე წახვედი..“ – მომღერალ მამუკა ონაშვილს კოლეგები ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან

4370
BeFunky-collage (5)

მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მამუკა ონაშვილი კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მომღერალი 30 ივლისს, ნატახტართან ავარიაში მოყვა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ადგილზე 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

„მჯერა, მალე დასრულდება ეს კოშმარი! ამ დროისთვის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა, წნევა არ რეგულირდება“ – მამუკა ონაშვილის დისშვილი საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის

“წნევას ვერ ურეგულირებენ…” – ბოლო ინფორმაცია მამუკა ონაშვილის მდგომარეობაზე და ავარიის დეტალები

 

მომღერალ მამუკა ონაშვილს კოლეგები ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

“პატარა ბავშვი ვიყავი, ბნელ 90-იანებში.

მაშინ ჩემს პროფესიას აზრი არ ჰქონდა.

არავინ მიჭერდა მხარს, იმ შავ ბნელეთში, რა სიმღერა, რის სიმრერა…

მაშინ მამუკა ონაშვილი საკმაოდ ცნობილი და წარმატებული არტისტი იყო. ერთადერთი ვინც ყურადღებას მაქცევდა და ჩემი ნერვი ჰქონდა იყო მამუკა ონაშვილი.

ამიტომ მამუკაზე სულ ეს ბავშვობის მოგონება მაქვს, რამდენად უშუალო და გულკეთილი ადამიანი იყო.

მშვიდობით ძვირფასო მეგობარო, წარმოუდგენლად დაგვწყვიტე გული. ყველა ოდესდაც წავალთ, მაგრამ შენ ძალიან ადრე წახვედი…”,- წერს სტეფანე მღებრიშვილი.

პატარა ბავშვი ვიყავი, ბნელ 90 იანებში.
მაშინ ჩემს პროფესიას აზრი არ ქონდა.
არვინ მიჭერდა მხარს, იმ შავ ბნელეთში, რა…

Posted by Stephane Mgebrishvili on Monday, 1 August 2022

“რა საშინელებაა, ჩვენი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად

ერთად ბევრი კარგი მოგონება გვქონდა, რეგიონებში გვიწევდა სიარული კონცერტებით.

მამუკას მანქანით დავდიოდით ერთ შავი ჯაყჯაყა ემელი ჰყავდა ხან ლუქი არ მუშაობდა ხან კარის საკეტი, ერთხელ წვიმაში ვიარეთ სულ გავილუმპეთ და ისე მხუარულად ვმგზავრობდით და გვიხაროდა სიცოცხლე.

მამუკო, (ასე ვეძახდი) ძალიან მომენატრები შენი დიდი გულით, ნიჭით და იუმორით.

ძალიან დამამძიმა ამ ამბავმა”,- წერს გიორგი სუხიტაშვილი.

 

“მამუკა?

ძალიან მწყდება გული,ძალიან! ?

მიყვარდა და ვუყვარდი,ძალიან სამწუხაროა,რომ მამუკა აღარ იქოთქოთებს ჩვენს გვერდით.?, – წერს თემო საჯაია.

“ძალიან ვწუხვარ!

მამუკა ონაშვილი აღარ არის!

ღმერთმა გაანათლოს მისი უკვდავი სული!”, – წერს ნინო სურგულაძე.

“სამწუხაროდ, ეს ტკბილი კაციც წავიდა ?
მშვიდობით მამუკა”, – წერს ოთო ნემსაძე.

,,მამუკა, როგორ დაგვწყვიტე გული საოცრად კეთილო და კარგო ადამიანო” – წერს ნინო ჩხეიძე.

,,ჩვენი ბუთქუჩა მამუკა ონაშვილი, ძალიან პატარა ვიყავი როცა გავიცანი და გულში ჩამიკრა… ყველას მამუკა” – წერს ანი კეკუა.

ჩვენი ბუთქუჩა მამუკა ონაშვილი ? ძალიან პატარა ვიყავი როცა გავიცანი და გულში ჩამიკრა…ყველას მამუკა

Posted by Ani Kekua on Monday, 1 August 2022

ჩემი ბავშვობა! ჩემი გემრიელი მამუკა?როგორ მიყვარდი, მიყვარხარ და სულ მეყვარები გულში❤️#მამუკაონაშვილი?

Posted by Maka Zambakhidze on Monday, 1 August 2022

მამუკა ონაშვილმა სოლო კარიერა 1994 წლიდან დაიწყო. ის იყო მუსიკალურ-გასართობი შოუ პროგრამების წამყვანი საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის I არხზე და აჭარის ტელევიზიაში.

მამუკა ონაშვილს გამოშვებული აქვს ორი ალბომი: „მე ისეთი კარგი ვარ“ და „ოცნების ღამე“.

გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეო კლიპი.

რადიოჰოლდინგი “ფორტუნა” მწუხარებას გამოთქვამს მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები