ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, ამ წუთებში საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.
ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ.
უცნობია, ასევე, კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი.
ამ წუთებში, საგანგებო-სიტუაციის სამსახურის თანამშრომლებს კორპუსის ჩამონგრეული ნაწილის გვერდით სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეები აივნიდან სახანძრო კიბის საშუალებით გამოყავთ.
ვიდეო: ბათუმში კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა