LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მათიკაშვილი აბაშიძეს: თქვენ და ხვიჩა კვარაცხელიას რომ რაიმე უთანხმოება გქონოდათ, მისი „ნაპოლიში“ გადასვლა ასევე გაგიხარდებოდათ?

170
Untitled design (2)

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატს, ანა აბაშიძეს უსმენენ.

„მე არასდროს დავიღლები დიალოგისგან, სახალხო დამცველს არ აქვს უფლება შეიკეტოს თავის ოთახში ან ვიღაცას გაებუტოს“ – რა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა ანა აბაშიძემ მისი ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში

ომბუდსმენობის კანდიდატს დეპუტატები კითხვებით მიმართავენ.

უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა კითხვით მიმართვის დროს, გაიხსენა ანა აბაშიძის დაპირისპირება სოფო კილაძესთან, რომელიც გაეროში აირჩიეს და რომელსაც მათიკაშვილის თქმით, აბაშიძემ არაკომპეტენტური უწოდა. 

მათიკაშვილმა კილაძის წარმატებაზე საუბრის დროს, პარალელი ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მიღწევებთან გაავლო და აბაშიძეს ჰკითხა, კვარაცხელიასთან მანამდე რაიმე სახის უთანხმოება რომ ჰქონოდა, მაინც გაუხარდებოდა თუ არა მისი მიღწევები.

მათიკაშვილმა აბაშიძეს ჰკითხა – ფეხბურთი თუ უყვარს:

„- ძალიან, გუშინწინ ქუთაისში ძალიან მაგარ გოგოებთან ერთად ვითამაშე.

– ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზეც გსმენიათ ალბათ, ხომ? ბათუმის „დინამოდან“ ტიტულოვან კლუბში რომ გადავიდა იტალიაში, რა განცდა დაგეუფლათ?

– ყოფილი სპორტსმენი ვარ, მორბენალი ვიყავი, კიკბოქსინგით ვიყავი ასევე დაკავებული. მე როგორც სპორტსმენი, ვიყავი ძალიან ბედნიერი და როგორც მოქალაქეც, ძალიან ბედნიერი, ახლაც ბედნიერი ვარ.

– ანუ ბედნიერი იყავით, რომ თქვენი თანამემამულე ტიტულოვან კლუბში გადავიდა და შანსი მიეცა თავის გამოჩენის, ასევე, ჩვენი ქვეყნის გამოჩენის. დიდი მადლობა.

თქვენ და ხვიჩას რომ რაიმე უთანხმოება გქონოდათ, რაიმე საკითზე, როგორ ფიქრობთ მისი გადასვლა ასევე გაგიხარდებოდათ თუ მაინც გულში რაღაც ხინჯი დაგრჩებოდა, რომ პირადი უთანხმოების გამო, რომ მისი წარმატებით ისეთ დაინტერესებული ვერ ყოფილიყავით ან ბედნიერი?

– სკოლაში მყავდა ერთ მეგობარი, რომელიც ძალიან ცუდი ხასიათის იყო და ყოველთვის მასმენდა ხოლმე, მაგალითად, თუ რაიმეს გადაწერას ვეცდებოდი, მერე ამ ადამიანმა ბევრი იშრომა და წარმატებული მოხელეა ახლა, საჯაროდ ვუთხარი, რომ ის არის ძალიან სწორი“, – უპასუხა ანა აბაშიძემ.

„ამ ადამიანს თქვენ უწოდეთ არაკომპეტენტური, ვისზეც ვსაუბრობთ, ბევრი ეპითეტებით შეამკეთ“ – აღნიშნა მათიკაშვილმა და სოფო კილაძის პროფესიულ მიღწევებზე წაიკითხა. 

„მისი საქართველოდან გაეროში წარდგენის მომენტში, თქვენ და სხვა ორგანიზაციებიც, თქვენ განსაკუთრებით, აქტიურობდით და მიმართეთ ამ ორგანიზაციას (გაეროს) დიდი წერილით, რომ ის იყო არაკომპეტენტური, თავს ესხმოდა ადამიანებს, არ იცავდა ადამიანის უფლებებს.

ახლა წაგიკითხავთ საქართველოს დიდი მეგობრის, გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქრინშის პასუხს თქვენდამი: „ნება მომეცით გამოვხატო ჩემი წუხილი ბრალდებების მიმართ“.

ამის საპასუხოდ ანა აბაშიძემ განმარტა, რომ სოფო კილაძე მან ნამდვილად გააკრიტიკა, თუმცა მასთან პერსონალურად არაფერი აკავშირებს:

„კი, მე გავაკრიტიკე ქალბატონი სოფიო კილაძე. კილაძესთან ცხოვრებაში პერსონალურად არაფერი მაკავშირებს, ეს იყო მხოლოდ საქმესთან დაკავშირებული და სამწუხაროდ, მან გადაიტანა პერსონალურ საკითხში… მან მე შემიზღუდა ამ საქმეზე მუშაობა, „ბავშვთა კოდექსზე“, მან გამომირთო მიკროფონი, როცა ჩემი სიტყვის დრო იყო, მითხრა, რომ საუბრის უფლება მექნებოდა მაშინ, თუ კომიტეტის თავმჯდომარე გახდებიო.

ამის შემდგომ მან აქ ისაუბრა უმნიშვნელოვანეს თემაზე, ეს არის ადამიანების ჩაგვრა ორიენტაციის გამო და ასეთი წინადადება თქვა: „  მინდა დაგიცავთ, მინდა არა“, – განაცხადა აბაშიძემ კილაძეზე საუბრის დროს.

ანა აბაშიძე: სააკაშვილმა მერვე კლასელ პატარა ბიჭს „ხულიგანი“ ეძახა – დიახ, მას ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებლად მივიჩნევ

პოპულარულები