LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე ბუზალაძეზე: „ნუცა უნიჭიერესი მომღერალია, შენი ქვეყნის ასეთ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო და ასეთი ბულინგი არ უნდა მოიფიქრო“

776
Untitled design (1)

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება და ამბობს, რომ „შენი ქვეყნის ასეთ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო და ასეთი ბულინგი არ უნდა მოიფიქრო“.

„ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას…ვიაზრებ, რომ მთავარი შეცდომა ჩემი რუსეთში ჩასვლა იყო და არა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე დასწრება” – ნუცა ბუზალაძე მოქალაქეებს მიმართავს 

მამუკა მდინარაძის თქმითვე, „ასეთი ბულინგი ქვეყნისთვისაც დამაზიანებელია“.

„ნუცა არის უნიჭიერესი მომღერალი და ასეთი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ასეთი შვილების დაბულინგება იმის გამო, რომ მეგობრის დაბადების დღეზე იმღერებენ, არა თუ საღ აზრს მოკლებული, არამედ მიზანმიმართული ვითომ ტრენდის შემადგენელი ნაწილია და დამაზიანებელია არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანისათვის, არამედ ქვეყნისათვის.

შენი ქვეყნის ასეთ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო და ასეთი ბულინგი არ უნდა მოიფიქრო, არ უნდა დააბრალო რაღაც.

ერთია დაბადების დღეზე სიმღერა რომელიმე ქვეყანაში, თუნდაც ეს ოკუპანტი ქვეყანა იყოს, თავის მეგობართან ჩასვლა და ამის გამო დაბულინგება. მეორეა, რომ ათასჯერ უარესებს არავინ არაფრად აგდებს ხოლმე. ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური სახე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ზაზა შენგელია: „ნუცას ამ ნაბიჯს, ვერაფრით ვერ ვამართლებ, რაც არ უნდა ახლო მეგობრის დაბადების დღე ყოფილიყო, მე პირადად მის ადგილას არც ამ წვეულებაზე არ წავიდოდი და რომ მცოდნოდა მიდიოდა, აუცილებლად ვურჩევდი, რომ არ წასულიყო…“

ცნობისათვის, 24 ივნისს, ფეისბუკში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ნუცა ბუზალაძემ, დათო ხუჯაძემ, ხვიჩა მაღლაკელიძემ, სოსო პავლიაშვილმა და სხვა ქართველმა მომღერლებმა რუსეთში ერთ-ერთ კორპორატიულ საღამოზე იმღერეს.

გავრცელებულ ვიდეოს და ნუცა ბუზალაძის გამოჩენას მოსკოვში საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ამავე თემაზე:

ნინი შერმადინი: „არც მე მესიამოვნა მისი დანახვა რუსეთში გულწრფელად, მაგრამ ამხელა ზიზღი ნამდვილად არაფერში წერია..რეალურად მოღალატე ადამიანებზე ვიდარდოთ“

არ მესმის რაზე იხდი ბოდიშს და საერთო რა დააშავე საბოდიშო?! – ზურა ხაჩიძე ნუცა ბუზალაძეს

„ნუცას ჩაქოლვის ნაცვლად, გაიხსენეთ იესოს სიტყვები: „ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველი ქვა მან ესროლოსო“, ასე რომ, გთხოვ, აპატიეთ, დაივიწყეთ და დაუბრუნეთ ნუცას სიცოცხლე“ – ფადი ასლი

„დაანებეთ ნუცას კრიტიკას თავი! მან კარგად გააანალიზა რაც „დააშავა“ და ბოდიშიც მოიხადა..“ – ჯგუფ „სეიშენის“ წევრი, ზაზა ბანძელაძე

„ნუცა, მიიღეთ ჩემი საყვედური და გამოწვდილი ხელიც..“ – გიორგი კეკელიძე ნუცა ბუზალაძეს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები