LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე სააკაშვილის კადრებზე: „ცნობილი ნარატივი კვდება, ტყუილი აღმოჩნდა – სპეცოპერაცია ჩავარდა“ 

183
მამუკა მდინარაძე

„სპეცოპერაცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ჩავარდა იმიტომ, რომ ეს ცნობილი ნარატივი კვდება, აღმოჩნდა ტყუილი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ მესამე პრეზიდენტზე გავრცელებული კადრების შეფასებისას განაცხადა და თქვა, რომ ახლა ყურადღება სამართლებრივ ნაწილზეა გადატანილი, რათა რეალობა გადაიფაროს.

როგორ მდინარაძემ აღნიშნა, „ეს სიმულაციების კასკადები მათთვის საინტერესო აღარ არის და სერიოზული არ შეიძლება იყოს“

„მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებები, პოლიტიკოსები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ლობირებდნენ ამ სპეცოპერაციას და ამბობდნენ, რომ ეს ადამიანი კვდება, მაშინ კი არ კვდებოდა თურმე, უმძიმეს შეურაცხყოფას, მათ შორის ფიზიკურს, აყენებდა მედპერსონალს.

სამართლებრივ და ფორმალურ მხარეზეა ყურადღება გადატანილი, რომ გადაიფაროს, რაც რეალურად ხდება. სპეკულაცია და სიყალბე რომ გადაიფაროს, რაც გამოაშკარავდა, ამის გადაფარვის მცდელობაა. სამართლებრივი ტესტი წინა ორ შემთხვევაში გავლილი აქვს, რამდენად კანონიერია… თუ რამე პატივისა და ღირსების შემლახავი შეიძლება ყოფილიყო, სამინისტრომ, როგორც ჩანს, ასეთი კადრების გავრცელებისგან თავი შეიკავა.“– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამავე თემაზე:

თეა წულუკიანი: „არაერთი პატიმარი მინახავს, რომელიც შიმშილობდა, მაგრამ ასეთი სამ-საათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც სისტემას ვმართავდი, მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს“

„რა შტოზეც ისხდნენ, ის შტო მოიჭრეს თვითონ“ – სააკაშვილის ადვოკატებს იუსტიციის მინისტრის და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივარი შეაქვთ

სახალხო დამცველის აპარატი: გავრცელებული კადრები არ შეიცავს რამე მკაფიო მტკიცებულებას პაციენტის მხრიდან სიმულირების თაობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g