LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ეს გადაწყვეტილება არ მომეწონა, არ ველოდი“ – ალსანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

504
fot (2)

მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებული არ იყო, რომ სტრასბურგის სასამართლო დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ალასანიას თქმით, ის კი სტრასბურგის ამგვარ გადაწყვეტილებას არ ელოდა.

„მე ეს გადაწყვეტილება არ მომეწონა, სხვა გადაწყვეტილებას ველოდი, ყველაფრის ამის გათვალისწინებით. პირველ რიგში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ვოლოდიმირ ზელენსკის, მაია სანდუს და ევროპარლამენტარების განცხადებები, მიუთითებდა, რომ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანილი უნდა იყოს. ამ ეტაპზე არაფერს ანგარიში არ გაეწია, ეს სტრასბურგი არის ერთ-ერთი ეპიზოდი, ვნახოთ ახლა როგორ განვითარდება მოვლენები.

ის დარწმუნებული არასდროს არ ყოფილა, რომ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, უფრო მე ვიყავი ოპტიმისტურად განწყობილი“, – განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე. მისივე თქმით, ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა სააკაშვილის ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები