ჟურნალ OK!-ის თებერვლის ახალ ნომერი ყველასთვის საყვარელი მსახიობის, ცნობილი ტელეწამყვანის, ნიკოლოზ წულუკიძის ინტერვიუს ეთმობა.
ჟურნალის ყდაზე ნიკოლოზ წულუკიძე მის ქალიშვილთან ერთად არის წარმოდგენილი.
რაც შეეხება დაანონსებული ინტერვიუს შინაარსს, ჟურნალი OK! საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე ინტერვიუს რამდენიმე ამონარიდს ავრცელებს:
„სახლიდან რომ გავდიოდი, ლიფტის სარკეში ვიყურებოდი და თითქოს ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი, რომ ისე ვცხოვრობდი, როგორც მინდოდა. იმ სარკეში აღარ ვიყურები, სათქმელი აღარ მაქვს. ეს არის შიში, რომ მე ჯერ არ ვარ მზად ახალი ცხოვრებისთვის“
„მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება..“, – ამბობს ნიკოლოზ წულუკიძე ჟურნალისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ფოტო: ალექსეი სეროვი