LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე მაინც მგონია, რომ სიყვარული ორი წუთისაა – პირველი წუთი შეხვედრას ეკუთვნის და მეორე – განშორებას” – გიორგი კეკელიძე

358
გიორგი კეკელიძე მთავარზე

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სიყვარულის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„მე მაინც მგონია, რომ სიყვარული ორი წუთისაა – პირველი წუთი შეხვედრას ეკუთვნის და მეორე – განშორებას. მანდ, მაგ ორი წუთისას არის სიყვარული ნამდვილი და ზუსტი, დანარჩენი სულ სხვა ამბავია – განა უინტერესო ან უმნიშვნელო, მაგრამ სხვა.

მანდ, მაგ წუთებში ამოდის გული ყელში და შეიძლება უფრო ზევითაც და გრძნობ, საკუთარი გულით როგორ გერევა გული – ჰო, ასე უხეშად და ანატომიურად, მაგრამ ასეა და რბილი მეტაფორა არ მოუხდებოდა ამ ამბავს”, – წერს გიორგი კეკელიძე.

„ჩემთვის ზეპირ ანდერძში დაუტოვებია, დიდი საჩუქარია…იყო ცრემლიც და გაოცებაც” – გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი 

„მაქვს ერთი ამაღელვებელი ოცნება – ღამით მესიზმრება ხოლმე, ამგვარია ეს ნატვრა..“ – რას წერს გიორგი კეკელიძე

„ნუცა, მიიღეთ ჩემი საყვედური და გამოწვდილი ხელიც..“ – გიორგი კეკელიძე ნუცა ბუზალაძეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g