დღეს ცნობილი გახდა, რომ 86 წლის ასაკში ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია ჯემალ ჭკუასელს პარკისონის დაავადება ჰქონდა, გუშინ ის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გვიან ღამით გარდაიცვალა.

საქართველოს სახალხო არტისტი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯემალ ჭკუასელს ახლობლები, მეგობრები და პოლიტიკური პირები ემშვიდობებიან:

“მე მასზე ვერ დავწერ ისტორიებს, იგი თავად წერდა ისტორიას მასთან გატარებული თითოეული წუთი იყო ზეიმი, უბრალოდ არ იცით როგორი დიდი ადამიანი იყო… და მუდამ იქნება 86 წლის ასაკში ჯემალ ჭკუასელმა დაგვტოვა…”, – წერს “ერისიონის” პრესამსახურის ხელმძღვანელი, ხატია მუსერიძე.

“ყველასთვის საყვარელი პიროვნება, ცნობილი ლოტბარი და ქორეოგრაფი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ჯემალ ჭკუასელი გამოაკლდა ჩვენს რიგებს.

დიდია ბატონი ჯემალის წვლილი ქართული ხელოვნების განვითარებაში, მდიდარი ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციაში.

მთელი გულით ვიზიარებ ჯემალ ჭკუასელის ოჯახის, მისი კოლეგების, მთელი საქართველოს მწუხარებას”, – წერს კახა კალაძე.

“წავიდა დიდი ქართველი ჯემალ ჭკუასელი,

ჩემი საუკეთესო მეგობარი, კაცი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ქართულ საქმეს, ქართულ სიმღერას, ქართულ ფოლკლორს შესწირა, აჩვენა მსოფლიოს თუ ვისი გორისანი ვართ. უანგაროდ, ზრუნვით და სიყვარულით გაზარდა თაობები და ადამიანობის, მეგობრობის, ქართველობის დიდი მაგალითი დაგვიტოვა..”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები