სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში სამშენებლო პოლიტიკა შესაცვლელია.
„დაველოდო 12 საათს, თუ ახლა ვთქვა სადაა დაპროგნოზებული დიდი მიწისძვრა საქართველოში თქო…
ნუ აყვებით ჭორებს გთხოვთ. შევცვალოთ ამ ქვეყნის სამშენებლო პოლიტიკა, რომ აღარ გვეშინოდეს ასე.
მეც მეშინია დიდი მიწისძვრის, საშინელი შეგრძნებაა დაუცველობის. ორეგონში (ამერიკა) ვარ ახლა და აქ დაცულად ვგრძნობ თავს. მაგნიტუდა 9-ც რომ მოხდეს სინკარი არ დამეცემა თავში!”, – წერს თეა გოდოლაძე.
ცნობისათვის, 4 თებერვლის შემდეგ თურქეთსა და სირიაში მომხდარი რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 15 000-ს გადააჭარბა.