LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიაკადემია ყველა კვლევით ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურაა: ნინო წილოსანი

159
ნინო წილოსანი

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხოდმაზე, სადაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებს განიხილავენ, “ქართული ოცნების” წევრმა და დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ერთ-ერთ კანდიდატს კითხვებით მიმართა. 

კერძოდ კი, წილოსანი ნათია კუკულაძეს მედიააკადემიისა და მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდა და თქვა, რომ მედიააკადემია ყველაზე გაუმჭირვალე სტრუქტურაა.

„მედიაკადემია ყველა კვლევით, მათ შორის IDFI-ის კვლევითაც, არის ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე სტრუქტურა, რომელმაც 2019 წელს 2-მილიონნახევარი ლარის დაფინანსება მიიღო, 2020 წელს კი 3 მლნ ლარზე მეტი, რომელიც  ამ დაფინანსებას არ ასაჯაროებს. ჩვენთვის, მათ შორის კომიისიის მაკონტროლებელი ორგანოსთვის, უცნობია ამ მედიააკადემიის ფინანსების ხარჯვის სტრუქტურა“, – განაცხადა წილოსანმა.

თავის მხრივ კი ნათია კუკულაძემ, რომელიც 2019 წლიდან დღემდე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსად მუშაობს, დეპუტატს უპასუხა, რომ ამის შესახებ თავადაც ინფორმირებულია, ხოლო კომისიის წევრად მისი არჩევის შემთხვევაში, მხარს  ორგანიზაციის უფრო მეტ გამჭვირვალეობასა და ღიაობას დაუჭერს.

“თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, მედიააკადემიის შემთხვევაშიც მხარს დავუჭერ იმას, რომ იყოს უფრო გამჭივრვალე და ყველაფერი იყოს ღია. მიუხედავად იმისა, რომ ის არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ეს არის ძალიან წარმატებული ორგანიზაცია, ძალიან კეთილ, მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს აკეთებს და ვფიქრობ, რომ მათ დასამალი არაფერი აქვთ“, – აღნიშნა ნათია კუკულაძემ.

 

რაც შეეხება შეკითხვას – მედიაწიგნიერებაზე, დეპუტატს, ნინო წილოსანს არ მიაჩნია, რომ ამ კუთხით რაიმე ხელშესახები გაკეთდა.

კუკულაძის თქმით, 2017 წლის ბოლოდან კომუნიკაციების კომისიას პარლამენტმა  მედიაწიგნიერების განვითარების ფუნქცია დააკისრა, ხოლო 2018 წლიდან კომისიამ  ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო. მისი თქმით, განხორციელდა არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ასევე, შემუშავდა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

“კომისიამ განახორციელა რამდენიმე პროექტი, რომლის კონკრეტული სამიზნე აუდიტორია იყო მოზარდები. ასევე ეთნიკური უმცირესობებით მჭირდროდ დასახლებული რეგიონები; სკოლებსა და უნივერსიტეტებში განხორციელებული პროექტები. განათლების სამინისტროსთან ერთად  ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში მედიაწიგნიერება  ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო საგანი გახდება,” – უპასუხა კუკულაძემ დეპუტატს, ნინო წილოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები