რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ევროპას ბუნებრივ აირზე ფასის მატების შესახებ აფრთხილებს.
„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოსცა ბრძანება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის“ სერტიფიცირების პროცესის შეჩერების შესახებ. კარგი, კეთილი იყოს მამაც სამყაროში თქვენი მობრძანება, სადაც ძალიან მალე ევროპელებს მოუწევთ 2 000 ევროს გადახდა 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზისთვის“ – წერს მედვედევი „ტვიტერის“ გვერდზე.
ცნობისთვის, დღეს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ „ჩრილოეთი ნაკადი-2-ის“ გაზსადენის სერტიფიცირება შეჩერდება უკრაინის აღმოსავლეთში მოსკოვის ქმედებების საპასუხოდ.
„რაც შეეხება უკანასკნელ მოვლენებს, ჩვენ გვჭირდება ვითარების გადაფასება „ჩრდილოეთი ნაკადი-2-თან“ დაკავშირებით. ეს ძალიან ტექნოკრატიულად ჟღერს, მაგრამ ეს აუცილებელი ადმინისტრაციული ნაბიჯია, რათა შეჩერდეს გაზსადენის სერტიფიცირება“ , – განაცხადა შოლცმა.
პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა
ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკს და პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა