LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია იმდენად უნიჭოა, რომ მხოლოდ პროვოკაცია იცის, უზრდელი ადამიანია: მიხეილ ყაველაშვილი

38
მიხეილ ყაველაშვილი

„იცით, რომ ნიკა მელია უშიშროების სკოლაში სწავლობდა? სიმონ ნოზაძემ, რომელიც უშიშროების გენერალია, მელიას ტრიბუნიდან მიმართა – თქვენ რომ სწავლობდით, მეც იქ ვიყავი და ბევრ სხვა რამესაც გასწავლიდით, ბევრი სასიკეთო რამე გასწავლეთო. მაგრამ მელია იმდენად უნიჭოა, რომ სხვა არაფერი იცის. მან მხოლოდ პროვოკაცია იცის,“ – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის გუშინ მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს უზრდელი უწოდა და თქვა, რომ მან გუშინ ეთიკის ნორმები დაარღვია.

კახა კალაძე: ყოველთვის ცდილობენ, რომ დესტრუქცია მოაწყონ – მელია არის ჩვეულებრივი „ხულიგანი“

„მელია არის უზრდელი ადამიანი, რომელიც პირდაპირ მიეჭრა ევროკავშირის ოფისთან და დაიწყო შეურაცხყოფის მიყენება. ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს ადამიანი კამერების წინ შოუს დგამს. მას ჩვენი კოლეგების მიმართ არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი რამ. წინა მოწვევის პარლამენტში სულ რამდენჯერმე იყო და მე არ მახსოვს, რომ პარლამენტში მისი მოსვლა  ჩხუბით არ დამთავრებულიყო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნებას“ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების სურვილი აქვს, თუმცა საპირისპიროა ნიკა მელიას ქმედება, რომელიც ყაველაშვილის თქმით, მხოლოდ არჩევნების შემდეგ არეულობასა და დესტრუქციაზე ფიქრობს.

„საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა იცოდეს, რომ ეს ადამიანი მხოლოდ ამით არის დაკავებული. ქვეყანა ზარალდება, თორემ ჩემთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ მშვენიერი თავმჯდომარე ჰყავს. ამაზე უკეთესი და ჭკვიანი ნამდვილად არ გვინდა რომ ჰყავდეთ.

პარლამენტში რა ხდება, როდესაც ნიკა მელია მოდის? რატომ ჰგონია მას, რომ ვინმეს ჩხუბი ან დაპირისპირება სურს? ეს ადამიანი კონკრეტულად ასე იქცევა. არავის აქვს იმის ინტერესი, რომ ვინმეს მიმართ იძალადოს, მაგრამ ნიკა მელია ამ მხრივ უნიკალურია“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.

ამასთან, მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, ოპოზიციურად განწყობილმა მედიამ გუშინ მომხდარი კონფლიქტი არაობიექტურად გააშუქა -„ამ ფაქტის შემდეგ ირაკლი კობახიძის „ბულინგი“ დაიწყო, თითქოს მას შეეშინდა და გაიქცა.“

„ნაცვლად იმისა, რომ ტელევიზიებს ეთქვათ, რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ევროკავშირის ოფისთან მივარდა და ასეთი ამბავი მოაწყო, ოპოზიციურმა ტელევიზიებმა ეს ისე გამოიყვანეს, თითქოს უბრალოდ დაპირისპირება მოხდა.

გუშინ ჩვენ ბანერი გაცოცხლებული ვიხილეთ – ცხვირი ჰგავდა? ჰგავდა, ყური ჰგავდა? ჰგავდა, ასევე ჰგავდა ქცევაც: შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე

ეს რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს გაეკეთებინა, ხომ წარმომიდგენია, რა ამბავი მოჰყვებოდა? როდესაც ადამიანი მოვა შენთან, დაგარტყამს, შეურაცხყოფას მოგაყენებს, ადამიანები ვართ და ყველას არ შეუძლია თმენის ვალდებულების ბოლომდე შესრულება. ზოგჯერ ამას რეაქცია მოჰყვება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

თეა წულუკიანი: მელია ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ პროფესიონალი „ხულიგანია“ – საინტერესოა, როგორ შეაფასებს მის ქმედებას ევროკავშირი

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ერთმანეთს  დაუპირისპირდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები