LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: მიშას მალე გათავისუფლების დაპირებით მოსულები, მისი პატიმრობის გახანგრძლივების გარანტორებად იქცნენ – ნათლად ჩანს, ენმ-ის „ოცნებად“ გადაქცევის მცდელობა 

173
ნიკა მელია

„მიშას ძალიან მალე გამოყვანის დაპირებით მოსულები, მისი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების გარანტორად იქცნენ, 2024-ში კეზერაშვილი/მერაბიშვილის წაგების ფორმულით“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს და ამბობს, რომ ენმ-ის „ქართულ ოცნებად“ გადაქცევის მცდელობა ნათლად ჩანს.

როგორც მელიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ქართული ოცნების“ მსგავსად, დავით კეზერაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა ტყუილი დაპირებებით გაიმარჯვეს.

„ტოქსიკურ ხელისუფლებას ტოქსიკური ძალით ვერ შეებრძოლები“ – ნიკა მელია

„მიშას ძალიან მალე გამოყვანის დაპირებით მოსულები, მისი პატიმრობის ვადის გახანგრძლივების გარანტორად იქცნენ, 2024-ში კეზერაშვილი/მერაბიშვილის წაგების ფორმულით…

„მოქმედმა“ მენეჯმენტმა არჩევნები მოითხოვა იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი იყო უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებელი და გადასარჩენი, წარმოადგინა ეს პერსპექტივა როგორც შესაძლებელი და გასცა შესაბამისი კონკრეტული დაპირებები.

შექმნა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის „შტაბი“, დაუნიშნა ხელმძღვანელი, ოფისებს დაარქვა „სააკაშვილის გადარჩენის შტაბი“.

„ნაცვლად იმისა, მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთო, ახლა იქით ეძახიან, გვიშველე, მოდი, პრემიერ-მინისტრი გახდი და ჩაგვიდექი სათავეშიო” - ნიკა მელია ენმ-ზე

„ნაცვლად იმისა, მიშა გამაგრდი, უნდა გიშველოთო, ახლა იქით ეძახიან, გვიშველე, მოდი, პრემიერ-მინისტრი გახდი და ჩაგვიდექი სათავეშიო” - ნიკა მელია ენმ-ზე

იყო უწყვეტი აქციების დაპირება და ვნახეთ წყვეტილი, უღიმღამო 50 კაციანი შეხვედრები, რაც პრობლემის აქტუალიზაციის გარდა, ყველაფერს ემსახურებოდა… პირველ რიგში კი საკითხის მარგინალიზაციასა და აქტუალობისაგან დაცლას.

განაცხადეს, რომ გადადიან „მუშაობის საგანგებო რეჟიმზე“, თუმცა ვერაფერს ვხედავთ გარდა „მოქმედი“ მენეჯმენტის უმოქმედობისა გაცემული დაპირებების მიმართულებით და დანაშაულებრივი მოქმედებებისა პარტიის განადგურების გზაზე,“ – აცხადებს ნიკა მელია.

ლევან ხაბეიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

მისივე სიტყვებით, ახლა ამომრჩეველი იმსახურებს პასუხს, დაპირების შესრულების ანგარიშს:

„ეს დემოკრატიული პროცესის ნაწილია, აკეთო ის რისთვისაც აგირჩიეს და არა ის რაც გინდა ან „მმართველებმა“ დაგავალეს.

ბოლო პერიოდში კი ფაქტია, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა კი არა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც კი მთლიანად გაქრა ინფორმაცია ყველა სივრციდან!

სიცრუეზე არც დემოკრატია შენდება, არც მომავალი და ვერც ევროპისკენ წავა ეს გზა!“ – ნათქვამია ნიკა მელიას განცხადებაში.

 

ფოტო: რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g