LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მელია რაღაცაზე გაბრაზდა და გამოაცხადა, რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა” – დავით კეზერაშვილი

186
BeFunky-collage - 2023-04-03T004534.060

ენმ-ის საქმიანობაში არ ჩავრეულვარ და არაფერი მომითხოვია, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, [ნიკა მელია] რაღაცაზე გაბრაზდა და გამოაცხადა, რომ მასთან აღარ უნდა ურთიერთობა.

„ყველაფერი იყო ნორმალურად შარშან ზაფხულამდე, როდესაც რატომღაც ჩაითვალა, რომ მე დავიწყე ხელის შეშლა მისთვის პარტიაში თავისი საქმის კეთებაში. ასეთი არაფერი ყოფილა, მე არაფერში ჩავრეულვარ, არაფერი მომითხოვია, არავის გაშვება, მოყვანა, სიაში ჩაწერა, ა.შ. ეს ყველაფერი არის ან მისი [ნიკა მელიას] ინტერპრეტაციები… მათ შორის, ნაყოფიას ნაწილში. ნაყოფია ბევრი წელია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. მანაც ილაპარაკა, ამიტომ მივცემ თავს უფლებას, რომ ვთქვა, ჩვენ, ბუნებრივია, არ გვქონდა მეგობრული ურთიერთობები, მაგრამ ის, რომ მე მომეთხოვა ვინმეს გაშვება ან მოყვანა…

ჯერ ერთი, მე არანაირი ფუნქცია, როლი მაგ პარტიაში არ მაქვს. სწორად თქვით, მაგ პარტიას ჰყავს დამფუძნებელი სააკაშვილი და ჰყავდა ხელმძღვანელობა, რომელიც ჰყავდა. მე არ შევდივარ, იმ ვერტიკალში არ ვარ, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ან ზემოქმედებას ახდენს. ის [ნიკა მელია] რაღაცაზე გაბრაზდა და შემდეგ მე ვიხილე ეთერით, რაც მან გააკეთა. მან გამოაცხადა, რომ ჩემთან აღარ უნდა ურთიერთობა, არ ექნება ურთიერთობა. არ ექნება, არ ექნება, არ არის პრობლემა. კიდევ ვამბობ, მე არავის დავსდევ და არ ვეხვეწები ჩემთან ურთიერთობას.

შემდეგ მოხდა არჩევნები. მან წააგო ეს არჩევნები და ამით მორჩა, პრინციპში, ეს ისტორია. არ არის დასამალი, მე ახალ მენეჯმენტთან, ვმეგობრობ პეტოსთანაც, იქ კიდევ ბევრი ადამიანია, რომლებთან ერთადაც მოვდივარ 2003 წლიდან. თუ მათ ექნებათ რამე სურვილი და იქნება საჭირო, რომ რამით შემიძლია, მივეხმარო, დიდი სიამოვნებით მივეხმარები, რადგან ჩემი ამოცანაა, ვიყო ერთ-ერთი ჯარისკაცი ამ ბრძოლაში, რომელიც გულისხმობს რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს ევროპისკენ გზაში ბრძოლას“, – განაცხადა დავით კეზერაშვილმა.

კეზერაშვილი: აბსოლუტურად უსამართლოდ მიმაჩნია ის, რომ მე და ჩემი ოჯახი დღეს ვართ დევნილობაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები