LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული.. როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ, ადგნენ და გამოუქვეყნეს..“ – რას წერს ჩერგოლეიშვილი

174
Untitled design (2)

გასული წლის 9 დეკემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის. ჩანაწერების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

აღნიშნულ ჩანაწერთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი და აცხადებს, რომ ჩანაწერი 2016 წლით არის დათარიღებული და ის „მეგობრული ჩეთიდან გავრცელდა“.

„სანამ არჩევნები მორჩებოდა, არ მინდოდა ჩარევა, ან რომელიმე მხარის სასარგებლოდ მოქმედება – ხომ ვთქვი, მინდოდა ყველას წაეგო და ასეც მოხდა იდეაში.

ახლა როცა მორჩა, გეტყვით, რომ მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული.

ამ ჩეთში ვიყავით მე, გიგა, უგულავა (ციხიდან გამოსვლის მერე და არა ვოისების მომენტში), კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, მელია და გვარამია (რომელიც მაგ ვოისების ჩაყრის მომენტში უკვე გასული იყო, უკვე კონფლიქტი გვქონდა მიშას დოზებზე ეთერში – ვერ ვაგებინებდით, რომ დამღუპველია).

მელია ბოლო მომენტამდე მესიანიზმის მოწინააღმდეგეთა, ანუ ჩვენს ბანაკში იყო და ვოისებად ჩაგვიყარა ჩეთში მიშასთან ლაპარაკის შინაარსი (რაც მოისმინეთ).

რომ გადახტა და მიშას მოღალატეები ხართო, კივილი დაიწყო – ვიცინოდით მერე ამ ვოისებზე.

მაშინაც იყო აზრი, რომ გამოქვეყნებულიყო, ოღონდ არა ფარულად, არამედ ღიად – როდის იყავი მართალი? როცა მიშას აგინებდი, თუ როცა ჩვენ მოღალატეებს გვიძახი? – ამ კითხვით.

მაგრამ გიგა კატეგორიულ უარზე წავიდა და არ დაუშვა – პირადის გამოქვეყნებას სადაც მე ვარ, არ ვიკადრებთო.
ფარულად გამოქვეყნებას ვერც გაუბედავდნენ (უნდოდათ).

ხოდა ახლა გათავისუფლდნენ გიგას მორალური მარწუხებისგან და ყველაფერი იკადრეს.

ანუ კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძის, მაჩვის და მათი „გაბაზრებულია“ და როგორც ნდობით აღჭურვილ პირებს, ისე ჩაუგდო.
ამის მერე ამ ადამიანებმა მელია ლიდერად ამოარჩიეს და 2021 წლის არჩევნებში მის შტაბში ბზრიალებდნენ – გამორჩენის მიზნით.

როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ სათამაშოდ, ადგნენ და პირადი ვოისები გამოუქვეყნეს. ასეთი სამარცხვინოები არიან.

უარესები იქნებიან ძალაუფლებას თუ მიაკარე – ღირსებისგან დაცლილები არიან, ამდენმა მარცხმა სულ გამოათაყვანა მორალურად.

მოკლედ, მარცხის დროს უნდა გაიცნო ადამიანები – მანდ ყველაზე კარგად ავლენენ თავებს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

„ნაციონალური მოძრაობა“ თავზე ენგრევათ და ახლა მათთვის ნაცადი ხერხებით ერთმანეთის გაშავებას ცდილობენ.. ფაბრიკაციის კიდევ უფრო ფაბრიკაციაა“ – ვინ როგორ აფასებს გავრცელებულ ჩანაწერს

ბაჩო დოლიძე: დადასტურებული ფაქტი მაქვს და ვიცი, ვინ დაატარებდა ჩანაწერებს სოფლიდან სოფელში, ეს ადამიანები ვანო მერაბიშვილთან არიან აფილირებული

სააკაშვილმა ფარულ ჩანაწერებზე არ იცოდა – აღშფოთდა, რაღა დროს კადრები, მოსმენებიაო: შალვა ხაჭაპურიძე

ჩერგოლეიშვილი: კეზერაშვილისთვის და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, „პალაჟენიით“ მუქარასხატია დეკანოიძე: ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რაც ვრცელდება – ჩემთვის ეს არის ის, რისთვისაც ვებრძვი ივანიშვილს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები