მერაბ სეფაშვილი ჟურნალ „სარკის“ კითხვებს პასუხობს, ზოგადად რა დამოკიდებულება აქვს ფულთან დაკავშირებით.
ის ამბობს, რომ კაზინოში არ დადის, რადგან ძალიან აზარტულია და არ სურს, რომ ჩაითრიოს.
„ჩემი შემოსავლიდან ნაკლები პროცენტი ჩემია, უმეტესი – ჩემი ოჯახის. ნინოს მკურნალობა გრძელდება და ყველაფერი რომ მოვიკლო, მისი მკურნალობის თანხა აუცილებლად უნდა მქონდეს.
დაულაგებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩემი კატეგორიის მომღერალს, ამპარტავნებაში თუ არ ჩამითვლით, უნდა მქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ კონცერტიდან კონცერტამდე თავის გატანაზე არ ვფიქრობდე, მაგრამ არ არის ასე. 62 წელია, სულ იმედით ვცხოვრობ და დღესაც ვიმედოვნებ, რომ მოვესწრები ქვეყნის დალაგებას!..“
მერაბ სეფაშვილი ოჯახურ ინტერიერში – „ბაბუობა ძალიან მაგარი გრძნობაა…“