LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია იპოდრომის მიმდებარედ არსებულ ყოფილი კორტების ტერიტორიას ყიდის

106
93846552-1660793910725173-6727135820353896448-o

“სავალდებულო იქნება, რომ ტერიტორიაზე აღდგეს ჩოგბურთის კორტები, მოეწყოს საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, იპოდრომის მიმდებარედ არსებული ყოფილი კორტების ტერიტორია უკვე შეფასებულია და გაყიდვის შემდეგ მას ძველი ფუნქცია დაუბრუნდება.

“დღეს ჩვენ გამოგვაქვს საპრივატიზაციოდ ეს ადგილი სპორტული კომპლექსის აღდგენა-განვითარების პირობით. ანუ პირობიანი პრივატიზაცია იქნება. სავალდებულო იქნება, რომ ტერიტორიაზე აღდგეს ჩოგბურთის კორტები, მოეწყოს საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი. ქონება უკვე შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის მიერ და მომდევნო დღეების განმავლობაში წარდგენილი იქნება ბიზნეს სექტორისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ აქტიურობა იქნება და კორტებს დავაბრუნებთ ძველი ფუნქციით”, – აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ ბიზნეს სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებაც ისაუბა და აღნიშნა, რომ პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში არსებული სურათი გაუარესდა, კერძო სექტორი კი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

“ყველასთვის ცნობილია, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ საკმაოდ ნეგატიური გავლენა იქონია ეკონომიკურ მდგომარეობაზე არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში. არც ჩვენი დედაქალაქი გამონაკლისი. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში არსებული სურათი გაუარესდა, სამწუხაროდ. თავის მხრივ, ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ნეგატიური გავლენა იქონია ბიზნეს სექტორზე და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა კერძო სექტორი,” – აღნიშნა მან.

კალაძეს თქმით, სახელმწიფო ბიზნეს სექტორს და იმ კომპანიებს, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობაში არიან ჩართულები, მაქსიმალურად დაუდგება გვერდში და “24 საათიანი თავდაუზოგავი შრომით” არსებული მდგომარეობა გამოსწორდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g