ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი პრინცი ფილიპის გარდაცვალების შემდეგ პირველად გამოჩნდნენ. ისინი საავიაციო სასწავლებლის კორპუსში იმყოფებოდნენ და ეს ვიზიტი დედოფალ ელისაბეთის დაბადების დღეს დაამთხვიეს. ვიზიტი დედოფლის ნებართვით განხორციელდა, რადგან სამეფო ოჯახი ისევ სამგლოვიარო ფორმატში აგრძელებს მუშაობს.
ფოტო: ქეით მიდლტონს დაკრძალვაზე „როლანდ მორეტის“ 8 ათას დოლარიანი კაბა ეცვა
საინტერესოა, რომ ამ ვიზიტზე ქეითმა არჩევანი შავ სამოსზე გააკეთა, ის „დოლჩე და გაბანას“ კლასიკური შავი კაბით გამოჩნდა, ანსამბლს კი შავი ფეხსაცმელი და პირბადე შეუხამა.
სავარაუდოდ, სამეფო ოჯახი გლოვას კიდევ ერთი თვის მანძილზე გააგრძელებს. რაც ეხება კაბას, მიდლტონს ის უკვე არაერთხელ ეცვა , მაგალითად 2017 წელს ერთ-ერთ ღონისძიებაზე.
უილიამი და ჰარი ქეით მიდლტონმა შეარიგა – შერიგების მომენტი ფოტოგრაფებმა აღბეჭდეს