მსახიობ გიორგი მახარაძესა და მარიამ ნადირაძეს 27 იანვარს გოგონა შეეძინათ, რომელსაც ნიკა დაარქვეს.
წყვილს შვილის დაბადება მიულოცა გაგუას კლინიკამ, სადაც მარიამმა იმშობიარა.
„ვულოცავთ გიორგის და მარიამს ნიკას დაბადებას “, – ვკითხულობთ კლინიკის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
მარიამისა და გიორგის არჩევანმა, გოგონასთვის ნიკა დაერქმიათ, ბევრი დააბნია. იფიქრეს, რომ წყვილს ბიჭი შეეძინა.
კომენტარებში, სადაც წყვილს შვილის დაბადებას ულოცავენ, ბევრი ეჭვობს, რომ შეიძლება, ახალშობილი ბიჭია.
„მგონი, ბიჭია“,
„არა, გოგოა“,
„ბევრ გოგოს ვიცნობ, ნიკა რომ ჰქვიათ“,
„მაგრამ ისინი საქართველში არ ცხოვრობენ“.
შეგახსენებთ, რომ გიორგის პირველი ქორწინებიდან მომღერალ მარიამ როინიშვილთან ერთი ქალიშვილი ჰყავს, ელენე მახარაძე. მან უკვე მოახერხა და საზოგადოებას თავი შეაყვარა. ელენე უნიჭიერესი გოგონაა. ის კარგად მღერის და ცეკვავს.