LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭოლა მიიღებს მონაწილეობას სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში – მარჯანიშვილის თეატრის განცხადება

246
ჭოლა

13 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეჟისორი ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის.

გავრცელებულ ინფორმაციას „მარჯანიშვილის თეატრი“ შემდეგი განცხადებით გამოეხმაურა:

„დღეს ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან წულაძე გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან.

მოგახსენებთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლევან წულაძეს, გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხ წლიანი ვადა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი.

ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამდენმჯერმე.

ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში.

ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის – რა სახელდება პოსტის დატოვების მიზეზად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები