LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესები 17 და 20 იანვარს ჩაინიშნა

172
BeFunky-collage (3)

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი 17 და 20 იანვარს ჩატარდება.

სხდომები თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე ჩაინიშნა.

დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილის ადვოკატებმა, შუამდგომლობა დააყენეს მოწმის სახით დასაკითხთა სიაში დაემატოს კლინიკა „ვივამედის“ ექთანი, ნინო პანტიაშვილი.

მოსამართლე გიორგი არევაძემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები