LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიმაჩნია, რომ უმაღლეს ხარისხთან ვასოცირდები“ – სალომე ჭაჭუამ ახალი საქმიანობა დაიწყო

9125
salome WaWua fortunas

სალომე ჭაჭუამ ცოტა ხნის წინ ესთეტიკის სფეროში ახალი ბიზნესი წამოიწყო. ამის შესახებ მოცეკვავე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. მისი თქმით, ახალი საქმიანობა 2021 წლის ბოლოს – 2022 წლის დასაწყისში ორ პარტნიორთან ერთად წამოიწყო. ეს კი სწორედ ის პერიოდია, როცა ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებდა მონაწილეობას.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„ჩემი სფერო მოიცავს სილამაზეს, მხოლოდ ცეკვის გამო არ ამირჩევია, ისედაც ძალიან მიყვარს სილამაზე, თავის მოვლა. ეს სფერო ძალიან ახლოს იყო ჩემთან..

ირლანდიის ცეკვავენ ვარსკვლავების პარალელურად ამ საქმის მოსაგვარებლად ვმუშაობდი. გვინდოდა, ყველაფერი უმაღლესი ხარისხის ყოფილიყო. მიმაჩნია, რომ უმაღლეს ხარისხთან ვასოცირდები. ამიტომ ყოველთვის მინდა, საუკეთესო ვიყო. აქედან გამომდინარე, რომელი სფეროც არ უნდა დავამატო, ყველგან იმავეს სურვილი მაქვს.

როგორ მოვახერხე?

როდესაც ძალიან მოინდომებ, გართობასა და დასვენებას მოიკლებ, გამოვა.  მე მართლა ვფიქრობ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს”, – ამბობს სალომე ჭაჭუა „თბილისელებთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები