LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი უნდა გადადგეს: კლინიკების ასოციაცია მიზეზებს ასახელებს

199
ეკატერინე

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვს.

ეკატერინე ტიკარაძეს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მინისტრი კი გამოუცდელია.

“სრულიად გამოუცდელი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, არაკომპენტენტური მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების არაკვალიფიციური უფროსები, მათი ქმედება, თუ უმოქმედობა კრიტიკას ვერ უძლებს. ერთგვარად სახეზეა არაპროფესიონალიზმი, რომლის შედეგად გასული ერთი წლის განმავლობაში მომზადებული იქნა სრულიად გაუაზრებელი ინიციატივები. ყოველივე ამან შეაფერხა კონკრეტული ნოზოლოგიური დარგების ნორმალური კლინიკური საქმიანობა და საბოლოოდ უარყოფითი როლი ითამაშა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში.

გარდა ამისა კორონავირუსთან ბრძოლის მეორე ფაზას სისტემა შეხვდა არასრულყოფილად მომზადებული, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დაავადების ინვაზიის და ლეტალური გამოსავლის მკვეთრ ზრდაზე. დროულად არ იქნა გათვალისწინებული ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები”, – აცხადებს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორია.

საქართველოს კლინიკების ასოციაცია საქართველოს მთავრობას შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს სთავაზობს:

1. ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის და გამოვლენილი ნაკლოვანებების გამო პასუხისმგებლობა სრულად დაეკისროს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს და იგი გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

2. განთავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების უფროსები და სამსახურების ხელმძღვანელები.

3. ჯანდაცვის სისტემა დაუყოვნებლივ დაკომპლექტდეს პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები