ნიუ-იორკში, მომღერალ ნინი შერმადინის მიერ შექმნილი მუსიკალური სტუდიის აღსაზრდელები მაყურებლის წინაშე საშობაო მიუზიკლით წარდგნენ.
ღონისძიების შესახებ შთაბეჭდილებებს ნინი შერმადინი საკუთარ გამომწერებს სოციალურ ქსელში უზიარებს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაზე სურვილისამებრ შეგროვილი, მთლიანად ბავშვებს მოხმარდებათ:
„არ ვიცი, საიდან დავიწყო, დღეს შედგა „არტ ჰაბის“ საშობაო მიუზიკლი, კი ნამდვილად შედგა! მთელი ჯგუფი სიცხიანი ვიყავით, ბავშვებმა დიდ პროფესიონალებს გაუწიეს კონკურენცია, იმდენად მაგრად ითამაშეს, იმღერეს. რა თქმა უნდა, ბევრი მინუსიც გაიპარა ტექნიკური… მე კმაყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ბავშვების ავად იყო, არ ჩავშალეთ, არ გადავდეთ შოუ, რადგან კეთილ საქმეს ვაკეთებდით.
შემოწირულობაც გვაქვს, სულ შეგროვდა 450 დოლარი, რომელიც, დაპირებისამებრ, გადანაწილდება ბავშვებზე. მე ვარ ამაყი, რომ დღეს ჩემმა გენიოსმა ბავშვებმა მართლა დამიფასეს თითოეული წუთი და წამი, რაც მე მათში ჩავდე!
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო, ჩვენს უსაყვარლეს და ულამაზეს კონსულს მაკა ბართაიას, მიუხედავად საშინელი ამინდისა, მაინც დაგვაფასა და მოვიდა.
მინდა იცოდეთ, რომ სულ რაღაც 2 თვეში დაიდგა მიუზიკლი, სცენარი ქართულიდან, ინგლისურად ვთარგმნეთ მე და ჩემმა ბავშვებმა, ძირითადად თემო მოწონელიძემ!
მინდა გაგაცნოთ ჩემი ბავშვები!
გრინჩი – თემუკა მოწონელიძე
ალადინი – გიო კალანდაძე
ჯინი – ნიკო ლიპარტელიანი
გნომები ლოლა – დია ზარდიაშვილი
ჯოლა – სოფია მაღლაკელიძე
პოლა – ლილე ზენაიშვილი
ჟურნალისტები:
ლილე დვალი
ანა ხობელია
გრინჩის დედა – ნიკოლ კლოცმანი
მოსამართლე- ნიკოლ კლოცმანი
მომღერლები:
ნუცა გელაძე
ანა ხუციშვილი
ნია დვალიშვილი
ვიზაჟისტი და კულისების ასისტენტი – მარიამ ციცაგი!
დეკორაცია – თიკო მაჭავარიანი, თამარ ჯაფარიძე, თიკა აზნაურაშვილი!
მშობლებო თქვენთვის ცალკე ჯილდო მაქვს!
ძალიან მიყვარხართ ყველა, ვინც მოხვედით, ვინც ვერ მოხვედით მაგრამ გვგულშემაკივრობთ. ჩვენ ეხლა ვიწყებთ, წელს დავიბადეთ და
დიდი მიზნები გვაქვს, კეთილი რაც მთავარია. მადლობა! მადლობა და მადლობა! კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვალაგებ. მიყვარხართ!“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.
არ ვიცი საიდან დავიწყო, დღეს შედგა “არტ ჰაბის” საშობაო მიუზიკლი, კი ნამდვილად შედგა! მთელი ჯგუფი სიცხიანი ვიყავით,…
Posted by Nini Shermadini on კვირა, 10 დეკემბერი, 2023
