LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების მატება გვაქვს, მოსახლოებას შეუძლია აბსოლუტურად დაცულად იგრძნოს თავი, რადგან ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზადაა ისე, როგორც არასდროს – ცერცვაძე

287
befunky-collage-2021-01-16_06-32-15_299328

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიზეზები დაასახელა.

ამასთან, როგორც მან “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, “მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება გვაქვს, მოსახლობას შეუძლია აბსოლუტურად დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს თავი”.

„ომიკრონის“ ახალი ქვე-შტამი ჯანმრთელ ადამიანს 1-წუთიანი კონტაქტითაც შეიძლება გადაედოს – კოვიდ შემთხვევების ზრდის 3 ფაქტორი და ახალი ვარიანტის მიმდინარეობა ზრდასრულებსა და ბავშვებში

ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქის ერთადერთი ვალდებულებაა მოუსმინოს და მიყვეს ექიმის რეკომენდაციებს, ასეთ შემთხვევაში მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გარანტირებული იქნება.

„ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში დომინირებს შტამი, რომელიც წინამორბედი შტამებისგან განსხვავდება კიდევ უფრო მაღალი გადამდებობით. ის უფრო იოლად ვრცელდება და, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებს. საბედნიეროდ, დაავადების სიმძიმე ისეთივეა, როგორც „ომიკრონის“ სხვა შტამების დროს იყო, და ამ მხრივ გართულება არ ყოფილა. ამით აიხსნება შემთხვევების მომატებული რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. კიდევ ერთი მიზეზია გაზრდილი მობილობა. ადამიანები ბევრს მოგზაურობენ, ძალიან ბევრი ქართველი დაინფიცირდა უცხოეთში. გარდა ამისა, თანდათან მცირდება იმუნური ფენა. ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილებს პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა.

კორონავირუსი გადაიქცევა ერთ-ერთ რესპირაციულ ინფექციად და არ იქნება ისეთი ტრაგიკული, როგორც ის აღიქმებოდა თუნდაც ერთი წლის წინ. დროული ტესტირება და ექიმთან დროულად მისვლა აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ გარდაცვალების შემთხვევები არ გვქონდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რატომ გაიზარდა 5-ჯერ კოვიდის შემთხვევები საქართველოში, რა არის ცნობილი ომიკრონის ახალ შტამებზე და როგორი მიმდინარეობა ახასიათებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები