LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედავად სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობისა, რომელიც არ იძლეოდა დატვირთული შეხვედრების საშუალებას, შეხვედრა და საქართველოს დღის წესრიგი ნატო-სთვის არის ძალიან ღირებული: ალუდა ღუდუშაური

97
imedinews-578563468

უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრას ეხმაურება.

მისი თქმით, ეს შეხვედრა არის დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს ძალიან მკაფიო ნაბიჯებს, რათა უფრო მეტი თავსებადობა იყოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან.

„დღევანდელი შეხვედრა, რომელიც შედგება ღარიბაშვილსა და ნატოს გენმდივანს შორის არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, რომელიც არ იძლეოდა დატვირთული შეხვედრების საშუალებას, საქართველოსთან შეხვედრა და საქართველოს დღის წესრიგი ნატოსთვის არის ძალიან ღირებული. შესაბამისად, ეს შეხვედრა, რომელიც ასეთ ფორმატში და ვითარებაში ხდება არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ დიახ, ჩვენი ხელისუფლება დგამს ძალიან მკაფიო ნაბიჯებს, რომ კიდევ უფრო მეტი თავსებადობა იყოს ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს შეხვდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია დღეს დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების შესახებ, რაც, ერთ-ერთი ვერსიით, იენს სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა. თუმცა ცოტა ხნის თავად ალიანსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა დღეს შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები