LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიუტევე და მოგეტევება“ – ბურჭულაძე სააკაშვილის ბოდიშზე

318
BeFunky-collage (5)

ფონდი “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მას გაერთიანებული ოპოზიციიდან შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისგან ამჯერად თავი შეიკავა.

ამის შესახებ ბურჭულაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

ამასთან ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს რამდენჯერმე შეხვდა. პაატა ბურჭულაძის შეფასებით, სააკაშვილი დასაკარგი ადამიანი არ არის.

„იმის მიუხედავად, რომ მასზე ინტერპოლით არის ძებნა გამოცხადებული, დადის მთელ მსოფლიოში, გამოდის CNN-ზე, CBS-ზე, EURONEWS-ზე, მას ღებულობენ პრეზიდენტები სხვადასხვა ქვეყნის, მგონი, ასეთი ადამიანი დასაკარგი არ არის, მან ბოდიშიც მოიხადა, თქვა, რომ შეცდომები იყო დაშვებული… ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები – „მიუტევე და მოგეტევება“. მეორეც ერთი, მას წარსულს ახსენებს ის ხალხი, ვინც დღეს მთავრობაშია, ვისაც არანაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი, თუ ვამბოთ სისხლიან 9 წელზე, სისხლიანი 8 წელიც არ დაგვავიწყდეს. თუ აწონით იმ სისხლს, რაც დაიღვარა მარტო 20 ივნისს, გადაწონის იმ სისხლს, რაც სააკაშვილის დროს იყო“,-განაცხადა ბურჭულაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები