LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოითხოვეს განქორწინება, კონკრეტული პირობით, 7 წლის განმავლობაში ქალბატონ ნელის არ უნდა ექორწინა: დოროყაშვილის ადვოკატი

2028
248563915

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის უფლებადამცველი ანა აბაშიძე აცხადებს, რომ ბასილაშვილის ოჯახს თავის დროზე ნეკა დოროყაშვილის პირადი ცხოვრების შეზღუდვის მოთხოვნა ჰქონდა და განქორწინების საქმეებს არა ნიკოლოზ ბასილაშვილი, არამედ დედამისი კურირებდა. ამის შესახებ მან გადაცემაში “ღამის კურიერი” ისაუბრა.

„ნეკას არ უნდოდა განქორწინება … ნიკა დასტრესილია და დარდობს“: ინტერვიუ ბასილაშვილის ადვოკატთან

“ძალიან საინტერესო დეტალია და ამით მსოფლმხედველობასაც გაარკვევთ ბატონი ნიკოლოზის და მისი ოჯახის წევრების. როდესაც ისინი ავიდნენ ქალბატონი ნელის სახლში, მოითხოვეს განქორწინება, კონკრეტული პირობით, 7 წლის განმავლობაში ქალბატონ ნელის არ უნდა ექორწინა,” – განაცხადა ანა აბაშიძემ.

ამასთან, დოროყაშვილის ადვოკატმა კომენტარი გააკეთა ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის მიერ გაკეთებულ შედარებაზე, რომ ბასილაშვილი ამ საქმეში “წყაროს წყალივით წმინდაა”.

“ქალბატონმა ნეკამ კონსპირაციულად შეაღწია ამერიკის ღია ჩემპიონატზე და მოუწყო სკანდალი” – ბასილაშვილის ადვოკატი

“ანკარა წყალივითააო, საქართველოში წყალს როგორი ხარისხი აქვს კი ვიცით, ასეთი ხარისხი აქვს ამ საქმესაც, საკმაოდ დაბინძურებულია. გულწრფელად გეუბნებით ყველას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ენაზე იკბენს, ადრე თუ გვიან ყველა მტკიცებულება გახდება ცნობილი, პირველ რიგში სასამართლოსთვის, სასამართლოს მონიტორინგს გავაკეთებთ ჩვენ და იმედი მაქვს სახალხო დამცველიც და თუ ვინმეს რაღაცა ეჭვი მაინც აქვს დღეს, რომ პროვოკატორია ადამიანი, ის ნახავს ვიდეოკადრებს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, სადაც ბატონი ბასილაშვილი ფიზიკურად ძალადობს, ასეთი ვიდეოკადრები არსებობს,” – განაცხადა ანა აბაშიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები