LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მორგები გადაივსო ქართველებით. სულ ცოტა, ორ-სამ კვირაში ფულის აგროვება გვიწევს“ – აშშ-ში მცხოვრები ქართველის მონთხრობი

4503
ამერიკა

რა გზას გადიან ქართველები ამერიკაში თავის დასამკვიდრებლად, როგორ ცხოვრობენ და რას ფიქრობენ ოკეანის გამოღმა დარჩენილ სამშობლოზე, რატი საბახტარაშვილი უამბობს „კვირის პალიტრას“.

21 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ, რაც ბოლო ორ-სამ წელიწადში, განსაკუთრებით კი წელს ხდება, ასეთი არ რამ მახსოვს. მე 17 წლის ვიყავი, აქ რომ ჩამოვედი. იმ პერიოდში ქართველები ამერიკაში იშვიათად მოდიოდნენ, ზოგი ჩემსავით მწვანე ბარათს იგებდა, ზოგი სასწავლო, გაცვლითი პროგრამით ჩამოდიოდა, არალეგალურად უმთავრესად შუახნის ქალები მოდიოდნენ და ოჯახებში მოხუცების მომვლელებად იწყებდნენ მუშაობას.

ახლა ოციდან ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცები ჩამოდიან, თანაც სისტემატურად. დღე არ გავა, ახლობელმა არ დამირეკოს, რომ ახალი­ ჩამოსული ქართველი ჰყავს დასაბინავებელი. ზოგი სამუშაოს ეძებს, ზოგმა სამუშაოს შოვნაზე ხელი ჩაიქნია და პურის ფულს ან თავშესაფარს ითხოვს. ყველაზე ცუდი კი ის არის, მორგები გადაივსო ქართველებით. სულ ცოტა, ორ-სამ კვირაში ფულის აგროვება გვიწევს,­ გარდაცვლილი ქართველის საქართველოში გადასვენებისთვის.

აქ ძალიან ბევრი ჩემი ნათესავი და ნაცნობია. უმრავლესობას მე ვუმასპინძლე და ვუპატრონე. ყველა მათგანს აქვს ისეთი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები, რომ საქართველოს ძალიან გამოადგებოდა. ყველა, მათ შორის, მეც გარკვეული თანხის, ცოდნის დაგროვებასა და საქართველოში დაბრუნებას ვგეგმავდით, მაგრამ ბოლო წლებში ისეთი რაღაცები მოხდა, გეგმები შევცვალეთ…

მორგი რატომ არის სავსე ქართველებით?­

ხშირად ნაცნობი ნაცნობს ეუბნება,­ შენ აქამდე ჩამოაღწიე და მერე რაღაცას მოგიხერხებო. ადამიანი ფულს სესხულობს­, ზოგჯერ ბინასაც ყიდის, რომ აქამდე ჩამო­აღწიოს. ჩამოდის და იმ ნაცნობს ვეღარ უკავშირდება. ამერიკა ნამდვილად არის შესაძლებლობებისა და ოცნებების ასრულების ქვეყანა, მაგრამ თუ ფეხი გადაგიბრუნდა, მორჩა, ჩაგყლაპავს. მე ამდენი წელია აქა ვარ და თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევ, დღედაღამ ვშრომობ. აქ არ გამოვა ქეიფი და ნაბახუსევზე სახლში კოტრიალი. ყველა დღე, საათი გათვლილი გვაქვს. ხშირად ახალჩამოსულები, რომლებსაც აქ არავინ ხვდება, ქუჩაში რჩებიან, იქ კი ბევრი საცდურია – წამალი, სასმელი, მოსაწევი… ერთი თუ გაგექცა ხელი, მორჩა… ახალი ჩამოსული რომ ვიყავი, ძალიან ბევრი ქართველი ნარკომანი მხვდებოდა, მერე თითქოს გაქრნენ, ზოგი გამოასახლეს, ზოგიც დაიხოცა, ახლა ისევ მომრავლდნენ.

სტატიის ვრცლად წაკითხვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები