LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსამართლემ განკარგულება გასცა, მიხეილ სააკაშვილი პროცესს დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს – ადვოკატი კლინიკისა და პენიტენციური დაწესებულების ნებართვას ელოდება

163
arevaZe saakashvili

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ გასცა განკარგულება, რომლის თანახმად მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა ექნება 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომას დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ დაუდასტურა.

როგორც მან განმარტა, მიუხედავად განკარგულების გაცემისა, ახლა კლინიკა „ვივამედისგან“  და პენიტენციური დაწესებულებიდან ელოდებიან ნებართვის გაცემას.

მისი თქმით, კლინიკისგან პასუხს უახლოეს ერთ საათში ელოდება.

ცნობისთვის,  მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, ხვალ, 14 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე დაიკითხებიან მოწმეებიც.

ვიდეო: “საზოგადოება დარჩება სრულიად გაოგნებული, როდესაც სააკაშვილს დაინახავენ” – ადვოკატი

ჯანმრთელობა ძალიან შერყეულია – შეიძლება სასამართლო სხდომების მიმდინარეობას მთლიანად ვერ დაესწროს: მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

პუტინი დამპირდა რომ მომკლავდა, ციხეში გამიშვეს, ვკვდები, ცოტა დრო დამრჩა – მიხეილ სააკაშვილის წერილი მაკრონს

ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს, მიხეილ სააკაშვილს, რომ გარდაიცვალოს ციხეში: ედუარდ სააკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g